მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თამბაქოს მოწევის აკრძალვის შემდეგ, რესტორნებს მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირებიათ"

5b5f066b0b3d7
BM.GE
30.07.18 16:36
695

თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედებამ მომხმარებელთა რაოდენობა მხოლოდ კაფე-ბარებს შეუმცირა, რომლებსაც ვერანდები არ აქვთ, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის იურისტმა, შოთა ბურჯანაძემ ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა. რაც შეეხება რესტორნებს, მათ აღნიშნული რეგულაციების გამო კლიენტთა რაოდენობა არ მოკლებიათ.

,,კაფე-ბარების იმ სეგმენტს, რომლებიც ვერანდებით არიან აღჭურვილნი მომხმარებელთა რაოდენობა მოემატა. რაც შეეხება რესტორნებს, შემცირება არ გვაქვს, რადგან იქ მომხმარებელი ძირითადად საკვების მისაღებად მიდის. ეს ინდუსტრია არ უნდა განვიხილოთ, როგორც მწეველთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილი ადგილი.

იმ კაფე-ბარებს, კი რომელთაც ვერანდები არ აქვთ, მომხმარებელი ნამდვილად დააკლდა, რადგან იქ ყავასთან, თუ კოქტეილთან მოწევა მომხმარებლისთვის ცხოვრების წესი იყო და დღეს ამ წესიდან ამოვარდნილები არიან. ღრმად მწამს, რომ საზოგადოება მალე შეეგუება და ადაპტაციას მოახდენს ახალ რეალობასთან“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე განმარტებით აღნიშნული კანონის შეცდომაა ჩილიმ-ბარებში მოწევის აკრძალვა, რამაც ეს სეგმენტი პრაქტიკულად დახურა.

,,ამ კანონის შეცდომად მიმაჩნია ჩილიმ-ბარემში მოწევის აკრძალვა, ეს ინდუსტრია საერთოდ დაიხურა, თუ გარეთ არ აქვთ ჩილიმის დადგმის საშუალება, ფაქტიურად ამას ვერ აკეთებენ. ჩილიმ -ბარების მეპატრონეების მხრიდან იყო ამ რეგულაციის შეცვლის მცდელობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ,,რესტორატორთა ასოციაციის“ იურისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები