Bloomberg წერს, რომ 2000-დან 2025 წლამდე თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გაორმაგდება და მხოლოდ მამაკაცებში 180 მილიონს მიაღწევს. თამბქაოს რეიტინგი სწრაფად იზრდება განსაკუთრებთ განვითარებად და დაბალ შემოსავლიან ქვეყნებსა და რეგიონებში. Statista.com-ის მიხედვით, მხოლოდ 2016 წელს ინდუსტრიის შემოსავალი 39.1 მილიარდი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებისგან 7 მილიონი ადამიანი იღუპება. აღსანიშნავია, რომ 1.1 მილიარდი მომხმარებლების 80% დაბალ ან საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს.

























