მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

58b15006d3213
BM.GE
25.02.17 13:34
1211
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სომხური წარმოების სიგარეტის ,,BLACK TIP’’-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები