მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თამბაქოს შესახებ ახალმა კანონმდებლობამ, შესაძლოა მცირე ბიზნესების ნაწილის გაქრობა გამოიწვიოს"

5772337e8d843
BM.GE
28.06.16 12:16
1376
თამბაქოს რეგულირების შესახებ ახალი კანონმდებლობის არსებულ რედაქციებში ბიზნესი რისკებს ხედავს. როგორც "Imperial Tobacco"-ს ყოფილმა რეგიონალურმა მენეჯერმა კავაკასიაში და დარგის ექსპერტმა ირაკლი ნადარეიშვილმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, კანონპროექტი დასახვეწია და ის თანმიმდევრული არაა. ნადარეიშვილის განცხადებით, თამაბქოს ინდუსტრიის გარდა, კანონმდებლობა სხვა კომპანიებსაც მიაყენებს ფინანსურ ზარალს, მათ შორის საცალო გაყიდვების და სარეკლამო ბიზნესს.

"რამდენიმე წელია ბიზნესი ცდილობს შეთანხმდეს ისეთ პირობებზე, რომელიც არ დააზარალებს არც ბიზნესის ინტერესს, არც მომხმარებლისას და არ შექმნის ისეთ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია კონტრაბანდასთან, რაც სახელმწიფოსთვისაც საზიანოა, რადგან ლეგალური სივრციდან ბიზნესი, შესაძლოა გადავიდეს ჩრდილოვან ნიშაში, რაც არ არის მომგებიანი არავისთვის.

ჩვენი ინდუსტრიის მოტივაცია და შეთავაზება ყოველთვის იყო, რომ ყოფილიყო თანმიმდევრული რეგულირება, ყოფილიყო დროში გაწერილი პროცესები, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანდა იგივე მწეველთა რაოდენობის თვალსაზრისით და არა ისე რომ ყველაფერი ერთ კალათაში იყოს ჩაყრილი, რასაც დღეს აქვს ადგილი. ბიზნესი დღეს საკამოდ ნეგატიურად არის განწყობილი იმ რედაქციისადმი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი განსახილველად.

საუბარია, რომ პროდუქცია და მისი თანმდევი აქსესუარები არ უნდა გამოჩნდეს დახლზე, ამან ყველაზე ნაკლებად შესაძლოა თამბაქოს ინდუსტრია დააზარალოს, ყველაზე მეტად კი დააზარალებს ე.წ. რითეილის ქსელს, რომელიც მრავალმილიონ ლარს იღებს თამბაქოს ინდუსტრიისგან. ამან შესაძლოა გამოიწვიოს 30-40% იმ წერტილების, რომელიც პატარა წერტილები არიან და სხვა პროდუქციასაც ყიდიან, - არსებობის შეწყვეტა, რაც მცირე ბიზნესების გაქრობას და სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვვევს. მათი ბრუნვის ნახევარზე მეტი თამბაქოზე მოდის", - ამბობს ნადარეიშვილი. მისივე თქმით, დანაკარგს მიიღებს სარეკლამო და სარესტორნე ბიზნესიც. ნადარეიშვილის განცხადებით, სარესტორნე ბიზნესს დღესაც აქვს ვალდებულბა, რომ სივრცის 50% თავისუფალი იყოს მოწევისგან, თუმცა აღნიშნული რეგულაცია არ სრულდება.

რისკების შეფასება უნდა მოხდეს ჯეროვნად და სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს გაწერილი თუ როგორ მოხდება კომპენსაცია ამა თუ იმ ფინანსური და ეკონომიკური რისკების სხვადასხვა აგენტებისთვის და არა მხოლოდ თამბაქოსთვის. ამაზე არავის საუბრობს. ეს არ არის არის ყველაზე ეფექტური მეთოდი თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის, ამას სჭირდება საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობა და არა ამ ბიზნესის ჩრდილოვან ნიშაში გადატანა, რაც არავისთვის სასარგებლო არ იქნება.

მაშინ როდესაც არსებული რეგულაცია არ სრულდება და სახელმწიფო იმის მაგივრად, რომ იმპლემენტაციაზე იმუშავოს, კიდევ ამკაცრებს, არანაირი მოლოდინი არ უნდა იყოს რომ გამკაცრებული იმუშავებს. შეიძლება არაჩვეულებრივი კანონები მივიღოთ, მაგრამ თუ არ აღსრულდა შედეგი არ გვექნება“, - ამბობს ნადარეიშვილი.

ახალი კანონპროექტით კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევის აკრძალვა 2017 წლის 1 ივლისიდან იწყება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები