თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის ზრდამ წაახალისა უკანონოდ შემოტანის მცდელობები, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა განაცხდა.
მისი თქმით, „რა თქმა უნდა გარკვეულწილად გახშირებულია ასეთი შემთხვევები“ თუმცა უწყება საგამოძიებო სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს.
„რა თქმა უნდა გარკვეულწილად გახშირებულია ასეთი შემთხვევები, თუმცა როგორც ხედავთ, საგამოძიებო სტრუქტურებთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ხდება ხოლმე აღნიშნული ფაქტების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება.
თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის ზრდამ გარკვეულწილად წაახალისა ასეთი ქმედებები თუმცა ჩვენ ყველანაირად მომზადებული ვართ, მათ შორის ტექნიკურად რომ მოხდეს აღნიშნული შემთხვევების აღმოფხვრა.

























