მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამუნა თანდაშვილი რუსეთიდან ფრენების შეწყვეტაზე: შენი რესურსით უნდა შეგეძლოს ავიამიმოსვლა

5d0e02024f5fe
BM.GE
22.06.19 14:25
7390
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways–ის კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი რუსეთიდან ავიარეისების შეწყვეტასტან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

"ქართული ავიაკომპანიის არსებობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე როცა ვსაუბრობდით, სწორედ ამას ვგულისხმობდით - შენი რესურსით უნდა შეგეძლოს ავიამიმოსვლა და არ უნდა იყო დამოკიდებული მხოლოდ უცხოურ ავიაკომპანიებზე, როცა ქვეყანა ხარ ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობით.

საქართველოს ყავს ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც პირდაპირი ავიარებისებით მსოფლიოს უკავშირდება აგერ უკვე 17 მიმართულებით, აქვს 25–წლიანი საავიაციო გამოცდილება და უფრო მეტიც შეუძლია!

მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ასე ვფიქრობ", - წერს თამარ თანდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.

კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები