მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებასა და ჯანდაცვაზე - 5-წლიანი პროექტი

გუშინ გაიმართა კონფერენცია „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია - თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე“. კონფერენცია ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ USAID-ის პროექტის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia), ეკონომიკურ პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. 

პროექტი დაიწყო 2022 წლის სექტემბერში, 5-წლიანია და მოიცავს ძალისხმევას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მოქალაქეების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის.

პროექტის ფარგლებში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), პირველი სამუშაო წლის განმავლობაში, ახორციელებს ჯანდაცვისა და განათლების თანასწორი ხელისაწვდომობის საკითხების შესწავლას, შესაბამისი კვლევებისა და რეკომენდაციების მომზადებას.

ღონისძიების მიზანია, ჯანდაცვისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხებზე, საზოგადოებრივი დისკუსიის ორგანიზება, რაც გულისხმობს მოდერირებული პანელური დისკუსიების ჩატარებას აღნიშნულ თემებზე და ასევე, ერთი წლის განმავლობაში შემუშავებული მიგნებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაციას.

რა მიგნებები და რეკომენდაციები შემუშავდა კონფერენციაზე?

სტუმრები: თამარ ხორბალაძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი;

ნინო მირზიკაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები