მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანაინვესტირების ფონდი: ლენტეხის ჰესის პროექტის ჯამური ინვესტიცია $385 მლნ-ია

5e00cc4162989
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.19 20:00
2162
ლენტეხის ჰესის პროექტის ჯამური ინვესტიცია 385 მლნ დოლარია, - ამის შესახებ BM.GE-ის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, 2019 წელს ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოსაყოფია ლენტეხის და მტკვარი ჰესის პროექტებში მიღწეული წინსვლა.

„ლენტეხი ჰესის პროექტის ფარგლებში 2019 წლის აპრილში სამხრეთკორეულმა მსხვილმა ენერგეტიკულმა კორპორაციამ „Korea Hydro & Nuclear Power“ (KHNP) და RBI ჯგუფმა, რომელიც საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანიაა, ხელი მოაწერეს პროექტის ერთობლივი განვითარების ხელშეკრულებას ცხენისწყალის ჰესის ოპტიმიზირებული, 192.5 მგვტ სიმძლავრის პროექტის თაობაზე. ამჟამად მიდის აქტიური მუშაობა სახელმწიფოსთან დენის ტარიფის შეთანხმებაზე, რის შემდეგაც პროექტი უკვე პროექტირების ეტაპზე გადავა. ჯამური ინვესტიციაა 385 მლნ აშშ დოლარია“, - ამბობს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც ცოტნე ებრალიძემ BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნა, აქტიურად ხორციელდება მტკვარი ჰესის მშენებლობა.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები სათავე ნაგებობაზე, თევზსავალზე, ჰესის შენობაში, სადაწნეო მილსადენზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასასრულს უახლოვდება გვირაბის გაყვანის სამუშაოები. დღეისთვის 9,0 კმ მანძილია გავლილი და გვირაბის ექსკავაციის დასრულებამდე დარჩენილია 400 მეტრი. მტკვარი ჰესის პროექტის გვირაბის ექსკავაცია საქართველოში პირველად ხორციელდება Double Shield hard rock TBM-ით (კლდოვანი გრუნტისთვის განკუთვნილი გვირაბგამყვანი მაქქანა ორმაგი ფარით), რაც ითვალისწინებს გვირაბის მოსახვას ანაკრები რკინაბეტონის სეგმენტების გამოყენებით. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მტკვარი ჰესის გვირაბი არის TBM-ით გაყვანილი, ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში“, - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები