მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანაინვესტირების ფონდის $21 მილიონიანი ინვესტიცია სიღნაღში - ფოტო

5bbc58587c11b
BM.GE
09.10.18 11:24
1920
„თანაინვესტირების ფონდის“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. აღნიშნული პროექტი 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია. ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შემქნას და კახეთის პოპულარიზაციას, როგორც უძველეს და უნიკალურ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონს“-აღნიშნავენ ფონდში.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები