მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანაინვესტირების ფონდის ახალი დირექტორი: წამოვიწყებთ კიდევ მრავალ ახალ პროექტს

5cb707cd46258
თელარა გელანტია
17.04.19 15:00
1468
თანაინვესტირების ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე ახალ პროექტებს აანონსებს.

ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი.

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ცოტნე ებრალიძე დაიკავებს, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილი დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლებს და ფონდის მანდატის შესაბამისად, ფონდის საქმიანობის გაგრძელებასა და სხვა საზედამხედველო საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

„მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ბაჩიაშვილს იმ სამუშაოსთვის, რაც მან ფონდისთვის ექვსი წლის განმავლობაში გასწია. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენს გუნდში რჩება და გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ფონდის მმართველ გუნდთან ერთად მომდევნო წლების განმავლობაში წარმატებით დავასრულებთ დაწყებულ პროექტებს და წამოვიწყებთ კიდევ მრავალ ახალ მნიშვნელოვან პროექტს“, - აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

2013 წელს დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი პროექტებს ენერგეტიკის, ტურიზმის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს.

გუშინ, ფონდის მშენებარე სასტუმროდან "პანორამა თბილისიდან" სამი მუშა გადმოვარდა. გუშინვე, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სახელმწიფო შრომის ისნპექციამ სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები