მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანაინვესტირების ფონდის პროექტებში 3 წელში 20 ათასი ადამიანი დასაქმდება

5a0185333f647
სალომე მეცხვარიშვილი
07.11.17 14:04
1486
თანაინვესტირების ფონდის 8 პროექტში 3 წელში 20 ათასი ადამიანი დასაქმდება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მთლიანობაში თანაინვესტირების ფონდი და მისი შვილობილი ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოში 17 პროექტს ახორციელებენ, ჯამური ინვესტიციით 2 მილიარდ დოლარამდე.

"თანაინვესტირების ფონდში არის 4 ძირითადი მიმართულება - აგრომიმართულება, ენერგეტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება და წარმოება. ყველა ამ მიმართულებით ჯამში მიმდინარეობს 9 პროექტი. საინვესტიციო მოცულობაზე ჩვენ ვსაუბრობთ 1 მილიარდ 200 მილიონ დოლარზე. გარდა ამისა, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში ვითარდება კიდევ 8 პროექტი- ანუ ჯამში ვსაუბობთ 17 პროექტზე. ამ 8 პროექტის საინვესტიცოო მოცულობაა 680 მილიონი დოლარი. ხოლო ჯამურად ჩვენ ვსაუბრობთ 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციაზე. მხოლოდ ამ 8 პროექტში 3 წლის განმავლობაში 20 ათასი ადამიანი დასაქმდება",- აცხადებს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი.

ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ფონდისთვის მნიშნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

"ამჟამად შეკვეთილის(სასტუმროს) პროექტი მზადდება ოფიციალური გახსნისთვის და იქ უკვე დასაქმებულია 350 ადამიანამდე და აქედან უმეტესი წილი, 90%, ადგილობრივია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს არ ხდება თავისთავად, ჩვენ ვატარებთ შესაბამის სწავლებებს და ვიღებთ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან ბაზარზე",- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები