თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა Malone-მა თიბისი ბანკი ჯგუფის 2 000 000 აქცია გაყიდა
BM.GE
12.10.16 09:47
• 2597
Malone Finance Limited-მა თიბისი ბანკის ჯგუფის (LSE: TBCG) 2 000 000 აქცია გაყიდა. თითო აქციის ფასმა 12.40 ფუნტი შეადგინა. Malone საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანიაა. აქციების გაყიდვის შემდეგ, ბანკში მისი წილი 1 136 596 აქციას შეადგენს. აქციების გაყიდვის შესახებ ბანკმა ინვესტორებს უკვე აცნობა. სამშაბათს საღამოს ბანკის აქციების ფასი 0,8%-ით გაიზარდა.