მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანაინვესტირების ფონდის ტოპ-მენეჯმენტმა სალომე ზურაბიშვილს 180,000 ლარი შესწირა

5c18efd9d48a1
თელარა გელანტია
18.12.18 17:10
1731
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი შესწირა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ზურაბიშვილს 60,000 ათასი არჩევნების შემდეგ, ინაუგურაციამდე 4 დღით ადრე, 12 დეკემბერს შესწირა.

ბაჩიაშვილის გარდა, 12 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს 60,000 ათასი ლარი შესწირა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მმართველმა დირექტორმაც ცოტნე ებრალიძემ.

კიდევ ერთი 60,000 ლარი არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ფინანსების, რისკების და ინვესტორებთან ურთიერთობის მმართველი დირექტორისგან - თეა ჯოხაძემაც სალომე ზურაბიშვილს თანხა 12 დეკემბერს შესწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები