მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამედროვე დემოკრატიის არქიტექტორი: თინათინ ობოლაძის ხედვა სამართლიანი და ახალგაზრდაზე ორიენტირებული მომავლისთვის

თინა ობოლაძე
12.11.24 13:50
603

მსოფლიოში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშაა და ახალგაზრდების ხმა ხშირად არ ისმის, თინათინ ობოლაძე ძლიერი და დაუღალავი ცვლილებების ადვოკატად გვევლინება. იმ ასაკში, როდესაც ბევრი კარიერის საწყის ეტაპზეა, თინათინი უკვე ფორმირებას აძლევს ეროვნულ პოლიტიკას, კონსულტაციას უწევს მთავრობებს და მართავს გლობალურ კამპანიებს, რათა უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდებს დემოკრატიის მაგიდასთან მუდმივი ადგილი ჰქონდეთ. მისი საქმიანობა, რომელიც აღსანიშნავია შთამბეჭდავი მასშტაბით, ცოდნით და ამბიციით, ნიმუშია იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ერთმა ახალგაზრდამ, რომლის მიზანია მსოფლიო შეცვალოს.


საწყისი გაბედული ნაბიჯი: ახალგაზრდების უფლებების ფორმირება საქართველოში


თინათინის გზა ახალგაზრდობის სფეროსა და ადამიანის უფლებების ადვოკატირებაში მის სამშობლო საქართველოში დაიწყო, სადაც ის მალევე გახდა ლიდერი ექსპერტი ახალგაზრდობის სფეროში. ახალგაზრდობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და სამართლის სიღრმისეული ცოდნა საშუალებას აძლევდა, რომ მჭიდროდ ეთანამშრომლა მთავრობასა და პარლამენტთან. სადაც ის კონსულტაციას უწევდა მათ პოლიტიკის თუ საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში, რაც ასიათასობით ახალგაზრდას ეხებოდა. 2022 წელს, თინათინმა საქართველოს პარლამენტის მოწვევით, შეაფასა საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროპულ სტანდარტებსა და საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებით ახალგაზრდობის სფეროში და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. მისი გავლენა მხოლოდ რეკომენდაციებით არ შემოიფარგლა. თინათინმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელობის დროს, გადამწყვეტი როლი ითამაშა 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად. მისი ხელმძღვანელობით, პირველად ახალგაზრდების უფლებები ჯანსაღ ცხოვრებასა და სპორტის ხელმისაწვდომობაზე კონსტიტუციაში იქნა ასახული—ისტორიული შედეგი და მტკიცე დასტური მისი ხედვის შესახებ. "ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ, როგორც სისტემამ შეძლოს მათი უფლებების დაცვა", - ამბობს თინათინი.


გლობალური არენაზე გასვლა: გლობალური ადვოკატი ახალგაზრდობისა და დემოკრატიისთვის

2020 წლიდან დღემდე, თინათინი ახალგაზრდების ჩართულობისთვის იბრძვის გლობალურ არენაზე, სადაც ის კონსულტაციას უწევს მსოფლიოში მოწინავე დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და მთავრობებს. როგორც დემოკრატიათა თანამეგობრობის (“CoD”) ახალგაზრდა დემოკრატ ლიდერთა ბორდის წევრი (“CoD Youth Leads”), ის მჭიდროდ თანამშრომლობს უმაღლესი დონის სახელმწიფო წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა მიაწოდოს სტრატეგიული რჩევები ახალგაზრდების ჩართულობასა და ადამიანის უფლებებზე. მას ხშირად იწვევენ მსოფლიოს ისეთ მნიშვნელოვან სამიტებსა და კონფერენციებზე, როგორიცაა მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული "მომავლის სამიტი" გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და "დემოკრატიის სამიტი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებით, სადაც სწორედ მომავლის პრიორიტეტები ფორმირდება. ახალგაზრდა პროფესიონალების მცირე ნაწილს ეძლევა პრივილეგია—და პასუხისმგებლობა—გლობალური პოლიტიკის განმახორციელებლებისთვის კონსულტაციების გაწევისა, და თინათინი ამ როლს ღრმა ერთგულებით განაგრძობს. "ქვეყნებთან მუშაობა საშუალებას გვაძლევს, რომ ახალგაზრდების ხედვები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინებული იყოს," ამბობს თინათინი. "ეს შესაძლებლობაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი თაობის ხედვა მომავალზე დემოკრატიული პროცესების ბირთვში იყოს ჩადებული." იგი ასევე ჩართულია Global Youth Democracy Network-ში (YDN), სადაც ის მონაწილეობს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნაში, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერებსა და მათ ორგანიზაციებს მოიპოვონ გრანტები და სასწავლო პროექტებში ჩაერთონ. YDN-ის 2023 წელს, დემოკრატიის სამიტზე კოსტა-რიკაში დაანონსებამ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, და ინიციატივამ სწრაფად მოიპოვა ლიდერებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. თინათინისთვის, გაეროში ამერიკის ელჩ ლინდა თომას გრინფილდთან შეხვედრა და YDN-ის თანადაფუძნება იყო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მიღწევა, არამედ, როგორც თავად ამბობს, „ახალგაზრდული იდეების არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულება გლობალურ დიპლომატიაში“. „ამ გამოცდილებამ დამანახვა, რომ როდესაც ახალგაზრდა ლიდერებს ეძლევათ პლატფორმა, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების წინა ხაზზე იყვნენ უმაღლეს დონეზე“, - ამბობს თინათინი.

თინათინის საქმიანობა, რომელიც ემყარება რწმენას, რომ დემოკრატია ყველაზე დგრადია, როდესაც ყველას ხმა ისმის, გამოხატავს მის იმედს უკეთესი მსოფლიოსთვის. ის ხედავს მომავალს, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესების მონაწილეები არიან, არამედ მისი თანაავტორები, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას და თაობათა შორის ხიდებს. Bright Futures პოდკასტის საშუალებით, YDN ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ადვოკატებსა და უფროს ლიდერებს შორის დიალოგს.

“გრძელვადიანი გავლენის მოხდენა შეუძლებელია განათლების გარეშე.” YDN-ის “Residence” პროგრამის ფარგლებში, თინათინი მიიღებს მონაწილეობას ახალგაზრდა ლიდერების შერჩევაში, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან დემოკრატიული ინიციატივების განხორციელებისთვის საჭირო ცოდნით აღჭურვილნი. პროგრამის შემდგომი მცირე გრანტები გააძლიერებს ახალგაზრდა ლიდერებს ცვლილებების განსახორციელებლად, რაც შექმნის „ტალღოვან ეფექტს“, რომელიც თინათინი იმედოვნებს, შთააგონებს ახალი თაობის ლიდერებს.


ხედვა მომავლისთვის: „Ready for a Seat“ კამპანია


დემოკრატიის ინკლუზიურობისა და ახალგაზრდებზე ორიენტირებულობის მიმართ თინათინის ხედვამ განაპირობა „Ready for a Seat“ კამპანიის ინიციირება — იდეა, რომელიც მან CoDYouthLeads სამუშაო შეხვედრაზე ვარშავაში წარადგინა. „კარგად მახსოვს, ეს იდეა გამიჩნდა და წარვადგინე სწორედ სამუშაო შეხვედრის დროს—ის უფრო ფართო კონცეფციის სახით დავიწყე, მაგრამ საბოლოოდ იმ სახით ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად შეესაბამება ახალგაზრდების რეალურ გლობალურ საჭიროებებს,“ იხსენებს თინათინი.

Ready for a Seat კამპანიის მიზანია დაარწმუნოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, რომ მის რეზოლუციებში ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა პრიორიტეტად იქცეს და უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდები დემოკრატიულ სივრცეებში მხოლოდ დამკვირვებლები არ იყვნენ, არამედ აქტიური, გავლენიანი მონაწილეები, რომლებიც პოლიტიკის ფორმირებას ახდენენ. კამპანიამ უკვე მოიპოვა CoD-ის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა.


ცვლილების ძალა


დემოკრატიისთვის უპრეცედენტო გამოწვევების დროს, თინათინ ობოლაძე არის ახალგაზრდების სიძლიერის, სიმამაცისა და ხედვის სიმბოლო გლობალურ არენაზე. მისი გზა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდების უფლებების დაცვიდან მსოფლიოს წამყვან დემოკრატიებში მრჩევლის როლამდე გვაჩვენებს, რა არის შესაძლებელი, როდესაც ერთი ადამიანი სისტემისგან მეტს მოითხოვს. „ახალგაზრდები მხოლოდ მომავლის ნაწილად არ უნდა აღიქმებოდნენ“, - ამბობს თინათინი, „ჩვენ აქ ვართ, მზად ვართ, რომ ვიყოთ პროცესების ხელმძღვანელები”.

მისი ისტორია შეხსენებაა იმისა, რომ ასაკი არ განსაზღვრავს გავლენას. ახალგაზრდობაში თინათინმა მიაღწია რომ კვალი დაეტოვა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ეროვნულ კონსტიტუციაზე და მსოფლიოში წამყვან ინიციატივებზე, რომლის უკან ისეთი სახელმწიფოები დგანან როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.


მსოფლიო მის შემდეგ ნაბიჯებს დიდი მოლოდინით ელის, ერთი რამ ცხადია: თინათინ ობოლაძე მხოლოდ მომავალს არ ქმნის; ის მას ახალ სინამდვილედ აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები