მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამედროვე ტექნოლოგიები აგრობიზნესში – წარმოების ზრდა რისკების შემცირებით

საქბანკი
BM. GE
06.10.23 14:31
7
სტატიაში საუბარია:

ციფრული სოფლის მეურნეობა ან სოფლის მეურნეობა 4.0, როგორც მას მეორენაირად მოიხსენიებენ, წარმოუდგენელია ჭკვიანი ტექნოლოგიების გარეშე. უკვე მრავალი წელია, აქტიურად ინერგება თანამედროვე სისტემები აგრობიზნესში, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა სექტორი, დააზღვია რისკები და  შესაძლებლობა მისცა ფერმერს/აგრობიზნესმენს აწარმოოს უფრო მეტი და მაღალი ხარისხის პროდუქტი ნაკლები დანახარჯებით და გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით.

სოფლის მეურნეობის გაციფრულების მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, სადაც ბოლო წლებში ნელი ნაბიჯებით თუმცა წარმატებით მიმდინარეობს დიდ ბაღებში ჭკვიანი მოწყობილობების დანერგვა. გლობალიცაზიის ფონზე ადგილობრივ მეწარმეებს უცხოელ ფერმერებთან უწევთ კონკურენციაში შესვლა, თავისუფალ ბაზარზე კი თავს სწორედ ის მწარმოებლები იმკვიდრებენ, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტებს ყველაზე იაფად სთავაზობენ, აღნიშნული კი დღეს უკვე წარმოუდგენელია ჭკვიანი ტექნოლოგიების გარეშე.

აგრობიზნესზე საუბრისას Sensors and Smart Technologies-ის (SST) მმართველი პარტნიორი, ირაკლი ერაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმატებისთვის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და რისკების შემცირებისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან გლობალური ინდუსტრია სწორედ ამ მიმართულებით მიდის, პროგრესის წინააღმდეგ წასვლა კი ხშირად წარუმატებლობით სრულდება.

ზოგადად, ფერმერთათვის არაერთი სახის ტექნოლოგიური პროდუქტი თუ სერვისია ხელმისაწვდომი, მათი დიდი ნაწილის შეძენა კი საქართველოშიც მარტივადაა შესაძლებელი, მათ შორის SST-ს დახმარებით. ამ ბლოგში რამდენიმე ინოვაციურ პროდუქტზე მოგიყვებით:

ამინდის პროგნოზირების სისტემა

კლიმატს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე უდიდესი გავლენა აქვს, რომლის ზუსტად პროგნოზირება საკმაოდ რთულია. პორტატული მეტეო სდასგურების დახმარებით ლოკალური კლიმატური მონაცემების პროგნოზირება ბევრად ზუსტი და მოქნილი გახდა. წვიმის, სეტყვის, მოსალოდნელი ყინვის, ევაპოტრანსპირაციის თუ სხვა მრავალ კლიმატურ მონაცემზე სანდო ინფორმაციის ქონას აგრობიზნესისთვის კრიტიკულად მნიშნელოვანია. ხშირად წუთებიც კი გადამწყვეტია, აგრო მეტეოსადგურები კი ფერმერს წინასწარ მომზადების, აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვის და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

მონიტორინგის სისტემები

ბაღში აგროტექნიკური ღონისძიებების დასაგეგმად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ზუსტი მონაცემების ქონაა საჭირო. სენსორების დახმარებით  შესაძლებელია ნიადაგში წყლის მდგომარეობის კონტროლი, დამლაშების მონიტორინგი, ტემპერატურაზე დაკვირვება, ისევე როგორც ფოთლის სისველის, ქარის, ტემპერატურის, ტენის და უამრავი პარამეტრის მონიტორნინგი, რაც თავის მხრივ სამუშაოების დაგეგმვაში, როგორიცაა ნიადაგის განოყიერება, ირიგაცია, ფერტიგაცია, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა და ა.შ. საკვანძო როლს ასრულებს.

„სოფლის მეურნეობის ბიზნესში 50% არის მეცნიერება, ხოლო დარჩენილი 50% – კლიმატი და ნიადაგი. შესაბამისად, როდესაც ზუსტად იცი, თუ რა ხდება კლიმატურად შენ გარშემო და რა ვითარებაა ნიადაგთან მიმართებით, მაშინ შენ უფრო მაღალი ხარისხის და დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას ახერხებ“, – ამბობს ირაკლი ერაძე მონიტორინგის სისტემებზე საუბრისას.

მავნებლებისა და დაავადებებისგან თავდაცვის სისტემები

ფერმერთათვის ხელმისაწვდომია როგორც მონიტორინგის, ასევე აქტიური თავდაცვის სისტემები, რომელთა დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ბაღში მწერებისა და დაავადებების კონტროლი.  “დაავადებების და მავნებლების მონიტორინგის  ინტეგრირებული სისტემები” (IPM) სენსორების მონაცემებზე დაყრდნობით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უზუსტეს ინფორმაციას იძლევიან დაავადებების და მავნებლების გავრცელების საფრთხეებზე, რაც ბრძოლის ღონისძიებებს ბევრად ზუსტს და მოქნილს ხდის.

სეტყვისგან დაცვის სისტემა

საქართველოში სოფლის მეურნეობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სეტყვა წარმოადგენს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიხედვით 2017-2022 წლებში სადაზღვევო კომპანიებში გაცხადებულმა ზიანმა 65 მილიონი ლარი შეადგინა აქიდან 40 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გაიცა.

სეტყვისგან თავდაცვის არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ყოველ მათგანს გარკვეული უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს. კომპანია SST-მ

ქართულ ბაზარზე განსხვავებული ტექნოლოგია შემოიტანა, რომელიც სეტყვას ხმოვანი ტალღების მეშვეობის შლის და მოსავლისთვის უვნებელ ნალექად აქცევს. ღრუბლების დამშლელი საშუალებებისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია სეტყვის წარმოქმნას და მის ზომაში გაზრდას უშლის ხელს, რაც მას თავდაცვის უფრო ეფექტიან საშუალებად აქცევს, რადგან სეტყვის გადამისამართება სხვა მიმართულებით არ ხდება და საფრთხე მეზობელ რეგიონებზე არ ვრცელდება.

მართალია, ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე ინდუსტრიის წარმომადგენლები მარტივად თანხმდებიან, თუმცა ქართულ აგრარულ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ექსპერტები ორ ძირითად პრობლემას ასახელებენ. პირველი მათგანი ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება, რასაც ის ცხადყოფს, რომ ადგილობრივი ფერმერები ერიდებიან ინოვაციური მიდგომების დანერგვას და ტრადიციული მეთოდებით ცდილობენ გამოწვევებთან გამკლავებს, რაც ნაკლებ ეფექტიანია.

მეორე პრობლემა ფინანსური ხელმისაწვდომობაა. მოგეხსენებათ, ფერმებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამის საშუალება კი ფერმერთა ნაწილს არ აქვს. საქართველოს ბანკი აქტიურად ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორი საკვანძო მიმართულებით, როგორიცაა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ჩართვა და  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების კომპონენტში ზემოთხენებული პროდუქტის ინტეგრაცია. რაზეც საქართველოს ბანკთან ერთად მუშაობენ აგრობიზნესი და საკონსულტაციო კომპანიები. მსგავს პროგრამაში უკვე ინტეგრირებულია მეტეო სადგურები და სენსორული სისტემები.

საქართველოს ბანკის პორტფელში აგრობიზნესზე ორიენტირებული საკრედიტო პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომელიც ზუსტად ერგება ქართველი ფერმერების ინტერესებსა და საჭიროებებს