მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია, ქვეყანა თანხვედრაში იყოს ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარების ტენდენციებთან“ - სოსო ფხაკაძე

BAG ინდექსი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ ახალი ინოვაციური ციფრული სერვისის, გონიერი კონტრაქტების დანერგვას ეხმაურება.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ე.წ. გონიერი კონტრაქტების გამოყენება უძრავი ქონების და საბანკო გარიგებების დადების დროს განსაკუთრებით საინტერესოა.

აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი/გონიერი კონტრაქტები ამარტივებს გარიგებების დადების დროში გაწელილ პროცესს ავტომატიზაციით გზით. შედეგად, ტრანზაქციები სრულდება რამდენიმე საათში ან დღეში, რაც უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას სწრაფად მოძრავ ბაზარზე.

აღნიშნული სერვისი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან საზღვარგარეთ, სწორედ გონიერი კონტრაქტების მეშვეობით შესაძლებელია დისტანციურად, მათთვის სასურველ დროში უძრავი ქონების ტრანზაქციებთან გლობალური ხელმისაწვდომობა.

„თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია ქვეყანა თანხვედრაში იყოს ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარების ტენდენციებთან. გონიერი კონტრაქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ხარჯების დაზოგვაა. ჭკვიანი კონტრაქტები ავტომატიზებით ხსნის შუამავლების საჭიროებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს. შესაბამისად, უძრავ ქონებაში ინვესტირება გაცილებით მარტივი ხდება.

მიგვაჩნია, რომ გონიერი კონტრაქტების პოტენციალი დიდი, ვინაიდან გარიგებების დადება იქება მარტივი და უსაფრთხო და მისი განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი დაცული აპლიკაციის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მხოლოდ ადრეულ ეტაპზე ვართ, ტრაექტორია ნათელია - გონიერი კონტრაქტები აუცილებლად გახდება სტანდარტული ინსტრუმენტი, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და საბანკო სერვისების ტრანზაქციებში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები