მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელთან  შედარებით  დაბალია - სებ

სები

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ადამიანური კაპიტალის ცვლილება/განახლება ნებისმიერი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციის თანამდევი, ბუნებრივი  პროცესია. ამის შესახებ სებ-მა bm.ge-ის ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების საპასუხოდ განუცხადა.

"ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში  5-ჯერ და მეტად მაღალია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ეროვნული ბანკის 40-მდე თანამშრომელი საერთაშორისო  და  ადგილობრივი  კერძო  სექტორის წამყვან  კომპანიებში დასაქმდა და  მენეჯერულ პოზიციებზე  გააგრძელეს საქმიანობა.

2023 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის 5 მიმართულების - ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საზედამხედველო პოლიტიკის,

ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, სპეციალიზებული რისკებისა  და  იურიდიული დეპარტამენტების უფროსებმა საქმიანობა გააგრძელეს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისთვის: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი  შარშანდელ  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  დაბალია.

ეროვნულ  ბანკში  ამჟამად 600-მდე  თანამშრომელია  და ისინი  ჩვეულ  რეჟიმში  განაგრძობენ მუშაობას", - აცხადებენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები