მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომელთა გაფიცვა - რას გეგმავს "საირმე მინერალ ვოთერსი"?

BM.GE
22.02.23 10:51
337
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. პროტესტის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. გაფიცვამდე ამავე პროცესში ჩართული, მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით დაწყებული მედიაციისას, მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს და მოლაპარაკებების პროცესის ინიციატორი მხარე გაფიცვის რეჟიმში გადავიდა. მხარეთა შეუთანხმებლობა გრძელდება. გრძელდება გაფიცვაც. სად არის გამოსავალი და რამდენად არის შესაძლებელი გაფიცულების მოთხოვნების დაკმაყოფილება?

სტუმარი: ლევან კასრაძე - "საირმე მინერალ ვოთერსის" დირექტორის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები