მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომელთა გაფიცვა Boeing-ს ყოველდღიურად $100 მლნ-ის ზარალს მოუტანს

boeing

თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა, შესაძლოა, ყოველდღიურად $100 მილიონის ზარალი მიიღოს, ვიდრე კომპანია პროფკავშირებთან შეთანხმებას მიაღწევს - ამის შესახებ Reuters-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

Boeing-ს დასავლეთ ლოკაციებზე მომუშავე 30 000-მდე თანამშრომელი პარასკევს, 00:00 საათზე გაიფიცა და კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელის, 737 MAX-ის წარმოება შეაფერხა. ეს პირველი შემთხვევაა 16 წლის განმავლობაში, როდესაც კომპანიაში დასაქმებულებმა შეთავაზებული კონტრაქტი უარყვეს და სამუშაო ადგილები დატოვეს.

გახანგრძლივებული გაფიცვა Boeing-ს მილიარდები შეიძლება დაუჯდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თვითმფრინავების მწარმოებელს უკვე ემუქრება საკრედიტო რეიტინგის შემცირება.

მასშტაბური გაფიცვა მხოლოდ გაგრძელებაა მღელვარებით სავსე 2024 წლის, კომპანიისთვის პრობლემური პერიოდი კი იანვრიდან დადგა, როდესაც Boeing-ის წარმოებული თვითმფრინავი 737 MAX ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა. ,ას შემდეგ კომპანიის აქციებზე 40%-მდე ვარდნა დაფიქსირდა.

Northcoast Research კვლევითი ცენტრის გამოთვლებით, გაფიცვის სრული ეფექტი $3-მილიარდიან ზარალს მოიაზრებს. ცენტრის ანალიტიკოსის, კრის ოლინის ინფორმაციით, Boeing-ი საწარმოო გეგმიდან, სავარაუდოდ, 33-35 თვითმფრინავს ამოიღებს, რაც დღიურად $102 მილიონის ზარალად გადაითარგმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები