მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ბილაინის ყველა მაღაზია დროებით იხურება

5e735b6c500de
BM.GE
19.03.20 15:43
950
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 2020 წლის 20 მარტს 18:00-დან კეტავს ყველა მაღაზიას საქართველოს მასშტაბით და სრულად გადადის აბონენტთა დისტანციურ მომსახურებაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით. მაღაზიები დახურული იქნება 2020 წლის 1-ელ აპრილამდე.

bm.ge-ს ინფორმაციით, მაღაზიების დახურვის მიუხედავად, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასი შეუნარჩუნდებათ.

ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი მომსახურება მიიღონ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციური არხებით: აპლიკაციით MyBeeline App, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით. აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.

ბილაინმა ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ საქართველოში ვირუსის დაფიქსირებისთანავე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. აბონენტებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან, შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, ბილაინი საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები