იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი - “იაშვილის ბავშთა საავადმყოფო” და ბაქტერიოფაგიის სადიაგნოსტიკო ცენტრი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამეცნიერო და კლინიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და პედიატრიულ მედიცინაში ახალი კვლევითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. თანამშრომლობა მოიცავს მიკრობიოლოგიის, ბაქტერიოფაგიისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებებს.აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამეცნიერო ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების გაერთიანებას, ერთობლივი კვლევითი მიმართულებების განვითარებას და პედიატრიულ მედიცინაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებს, მათ შორის სემინარებს, ვორკშოფებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, რაც ხელს შეუწყობს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას.


































