მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით შპს "ენგურჰესის" კომპანიის დეპარტამენტის უფროსი დააკავეს - სუს

ენგურჰესი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. BMG-ის დაკავებულის ვინაობა არც სუს-ში, არც შპს "ენგურჰესში" არ განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებს.

"დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარვცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები