მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე არარეზიდენტები რეზიდენტებზე ორჯერ მეტს ხარჯავენ - თიბისი კაპიტალი

შოპინგი

თიბისის არხებით 2025 წლის იანვარში უნაღდო დანახარჯებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 15%-იანი წლიური ზრდა აჩვენა. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანსაქციაზე გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და 107 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, იანვარში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე თიბისის არხებით უნაღდო დანახარჯების 85% რეზიდენტებზე, ხოლო 15% - არარეზიდენტებზე მოდის.

ამასთან, არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, 204 ლარი იყო.

„არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 45%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს, მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 184 ლარიდან 204 ლარამდე გაიზარდა“, - წერია მიმოხილვაში.

რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯებს რაც შეეხება, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, იანვარში წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საშუალო დანახარჯმა კი ერთ ტრანზაქციაზე 98 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები