მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი 189 ლარამდე გაიზარდა - TBC Capital

მაღაზია

2025 წლის აგვისტოში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 30%-ით გაიზარდა და, საშუალოდ, 107 ლარი შეადგინა.

TBC Capital-ის სამომხმარებლო დანახარჯების დინამიკის კვლევის თანახმად, უნაღდო დანახარჯების 75% რეზიდენტებზე მოდიოდა, 25% კი - არარეზიდენტებზე. ამასთან, 2024 წლის იანვრიდან დღემდე, არარეზიდენტთა 25%-იანი წილი მაქსიმალური მაჩვენებელია.

TBC Capital-ის ანგარიშის თანახმად, აგვისტოში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, წლიურად 25%-ით გაიზარდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 94 ლარი იყო.

ამავე პერიოდში, არარეზიდენტთა უნაღდო დანახარჯები, ასევე ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, 51%-ით გაიზარდა და საშუალო დანახარჯი, ერთ ტრანზაქციაზე, 189 ლარს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები