დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, ტანსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიაში უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებს უფრო დიდი წილი უკავიათ, თუმცა ერთ ტრანზაქციაზე არარეზიდენტები უფრო მეტს ხარჯავდნენ. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უნაღდო დანახარჯების დეკემბრის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
მათი მონაცემებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა დადებითია და დეკემბერში, წლიურად 27%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 120 ლარი შეადგინა.
ტანსაცმელსა და აქსესუარებზე თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 87% რეზიდენტებს, 13% კი არარეზიდენტებს უკავიათ.
ამასთან, რეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 24%-ით და საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 112 ლარი იყო.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები კი ამავე კატეგორიაში ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 53%-ით 221 ლარამდე გაიზარდა.




























