საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ 2 თვეში ექსპორტზე 22 მლნ 800 ათასი დოლარის ღირებულების შეკერილი ტანსაცმელი გავიდა. მათ შორის, 13 მილიონზე მეტი ღირებულების მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი, 6 მლნ 300 ათასი დოლარის ტრიკოტაჟის და სხვა მამაკაცის კოსტიუმები და 1 მლნ 200 ათასი დოლარის საბავშვო ტანსაცმელი. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება, თუმცა მათი მთავარი გამოწვევა ნედლეულის იმპორტი და კადრების დეფიციტია.