მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანხა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის იხარჯება

5afa8e3d2634b
BM.GE
15.05.18 11:34
695
სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ლი აპრილამდე პერიოდში სახელმწიფო ბუჯეტიდან სამინისტროების მხრიდან ( სსიპ-ების ჩათვლით) დახარჯულია 1,413,861.24 ლარი.

ერთჯერადად ყველაზე მეტი თანხა გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრედიტორ შპს "მედქეარ"-ის შემთხვევაში 155,157.53 ლარი და შპს "სისტემები"-ს შემთხვევაში -144,037.00 ლარი გამოეყო:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; შპს კომპანია "მედქეარ"; 155,157 ლარი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; შპს "სისტემები"; 144,037 ლარი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; შპს "ალგეთი"; 76,609 ლარი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 65,073 ლარი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; - 47,582 ლარი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 33,517 ლარი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 26,440 ლარი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ( საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი) ; 26,235 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები