წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყნის ნაერთ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, 102.7 მლნ ლარი შევიდა.
იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მოსაკრებელი 12,4 მლნ ლარით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი თანხის მობილიზება სათამაშო აპარატებიდან მოხდა - 56.8 მლნ ლარი, 3.2 მლნ ლარი შევიდა ბიუჯეტში წამახალისებელი გათამაშებიდან, 9.7 მლნ ლარი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან, 31,4 მლნ ლარი სამორინეს მაგიდიდან.