2014-2017 წლებში აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამედიცინო მომსახურება 6 188 პაციენტმა მიიღო. მათ შორის, 3595 აფხაზი იყო, 2650 კი ოსი.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადებების დროს სჭირდებათ დახმარება. ასევე, ხშირად მიმართავენ მედიკამენტების მოთხოვნით, ზოგადი ქირურქის/გინეკოლოგის საჭიროების დროს.
„ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებები და ფორმატები, წარმართოს სამშვიდობო პროცესები და მონაწილეობა მიიღოს მათში. აღნიშნული პოლიტიკა ასევე გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო) მცხოვრები პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. უფრო ზუსტად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები არა-საქართველოს მოქალაქეების (შემდგომში, აფხაზი და ოსი პაციენტების) სამედიცინო მომსახურება, რაც ხორციელდება „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.“ - ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.