მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAP-ის მმართველი კომპანია აცხადებს, რომ ალბანეთის მონაკვეთზე მილსადენის სამუშაოები 2027 წლის ბოლოს დასრულდება

TAP

ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) ოპერატორმა კომპანიამ TAP AG-მ გაზის აღრიცხვისა და წნევის შემცირების სადგურის დასრულების სამიზნე თარიღად 2027 წლის მეოთხე კვარტალი დაასახელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Report ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს სამხრეთ ალბანეთში, ფიერის რეგიონში გაზის აღრიცხვისა და წნევის შემცირების ობიექტის მშენებლობას.

"TAP-ის გაფართოების პირველი ეტაპის ფარგლებში, 2026 წლის იანვრიდან კიპოისა და იტალიას შორის დამატებითი გრძელვადიანი გამტარუნარიანობა გახდა ხელმისაწვდომი წელიწადში დაახლოებით 1.04 მილიარდი კუბური მეტრი. 2026 წლის 1 ოქტომბრიდან კი გამოიყო კიდევ 0.16 მილიარდი კუბური მეტრის დამატებითი სიმძლავრე, რომელიც DESFA-ს სისტემიდან შესვლასა და ალბანეთში, როსკოვეცის ახალ გამოსასვლელ წერტილში გაზის მიღებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

აზერბაიჯანული სააგენტოს ცნობითვე, TAP AG აქტიურად თანამშრომლობს ალბანეთის მთავრობასა და Albgaz-თან ქალაქ ფიერში შესვლა/გამოსვლის წერტილის შესაქმნელად. პროექტის ფარგლებში, 2021 წლის 6 ივლისს TAP AG-ს, ალბანეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და Albgaz-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურული აქტივების გადაცემის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობის დასრულებისთანავე ობიექტი ალბანეთის მთავრობის საკუთრებაში გადავა.

ტრანსადრიატიკული მილსადენის ოპერირების დაწყებიდან დღემდე ევროპას ჯამში 61.4 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები