მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსების რეფორმის ფარგლებში A კატეგორიის – 7 700, B კატეგორიაში კი 8 800 ლიცენზიანტია

5d9dbb732dfa3
ლიკა გურაბანიძე
09.10.19 14:58
1218
"დღეის მდგომარეობით A კატეგორიაში დაახლოებით 7 700 ლიცენზიანტი გვყავს წარმოდგენილი, ხოლო B კატეგორიაში – 8 800", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, ტაქსების რეფორმას მესამე ეტაპი აუცილებლად ექნება, რომელიც უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ ეკონომიკურ პირობებზე იქნება მორგებული.

"ჩვენ აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომელიც უსაფრთხოებას და ვიზუალურ სტანდარტს უკავშირდებოდა. იცით, რომ ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია, ვალდებულება აქვს, რომ წლის განმავლობაში ტექნიკური დათვალიერების მომსახურება ორჯერ გაიარონ. გვყავს ისეთი ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებმა ვერ შეძლეს იმ ტექდათვალიერების მოთხოვნებში მოქცეულიყვნენ, რაც კანონშია გაწერილი. 27 000 ლიცენზიანტიდან ასეთი დაახლოებით 30% იყო, ვინც ვერ შეძლო ავტომობილის ტექდათვალიერების გავლა. ლიცენზია, რომელიც ამ ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, მათთვის ღირებული იქნება", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: ტაქსის რეფორმისთვის ნებართვების გაცემა – 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, ხოლო 2019 წლის ივლისიდან ტაქსების კატეგორიებად დაყოფა დაიწყო.

A ან B კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად ყველა დაინტერესებული პირი გამგეობაში, ან მერიაში უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი, ვინც ტაქსის რეფორმის მიხედვით შესაბამის კატეგორიაში არ ჩაერთვება, დაჯარიმდება. 

ჯარიმა შესაბამისი დარღვევების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, უნებართვოდ ტაქსის მომსახურება 200 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს, ხოლო პირობების დარღვევა (მაგ: B კატეგორიაზე A კატეგორიის ტაქსის ნიშნით მოძრაობა) – 100 ლარით დაჯარიმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები