მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტაქსი 200-200": ტაქსებს, შესაძლოა, ფიქსირებული საფასურის დაწესება აეკრძალოთ

5b62f23ea7ae7
ლევან თაღიაშვილი
02.08.18 16:00
1102
ტაქსებს, შესაძლოა, ფიქსირებული საფასურის დაწესება აეკრძალოთ და მგზავრობის გადასახადი გავლილი კილომეტრების მიხედვით დადგინდეს.

“200-200“-ის დამფუძნებელმა ნიკა ხოფერიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მათ მერიაში გამართულ შეხვედრაზე უთხრეს. მისი თქმით, ცვლილების განხორციელების შემთხევევაში გარკვეული დისკომფორტი შეიქმნება.

“საქართველო ძირითადად ფიქსირებულ ტარიფზე მუშაობს და ადამიანმა იცის, რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა გადაიხადოს ფიქსირებული თანხა. თუ ეს პარამეტრი ამოვარდება და კილომეტრაჟზე იქნება ორიენტირებული, მძღოლსაც ეძლევა ლავირების საშუალება, რომ გარკვეული თანხის მაგივრად უფრო შორი გზით წავიდეს. ჩემი აზრით, უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი, რადგან საქართველოში კარგად მუშაობს და უნდა დარჩეს ასე.“ - განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

იგეგმება, თუ არა ტაქსებისთვის ფიქსირებული ტარიფის გაუქმება?, - ამ კითხვით bm.ge-მ თბილისის მერიას მიმართა. უწყებაში ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობთ არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ტაქსებისთვის ერთი ფერის განსაზღვრა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსით მომსახურების გაწევის აკრძალვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები