„ჩვენ ვართ უკვე ფიზიკურად უკვე გაბანკროტებული. სხვა გადასახადების გადახდა კი არა, ხელფასების გადახდაზე უკვე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და ძალიან მალე მოსალოდნელია, ჩვენი კომპანიის დახურვა“,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში ტაქსების კომპანია 200-200-ის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ყველაფრის მიზეზი კომპანია Yandex Taxi-ის მიერ დემპინგური ფასებით ოპერირებაა, რაც სხვა ტაქსების კომპანიებს აკოტრებს. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათი შემოსავლების მოცულობა 70%-ით არის შემცირებული.
ნიკა ხოფერიას ცნობით, Yandex Taxi-ის მიზანია, ბაზარზე თავი დაიმკვიდროს, გააკოტროს კომპანიები და შემდეგ თავადაც აწიოს ტარიფი.
ტაქსის კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ Yandex Taxi-მა მისი კომპანიის მძღოლები გადაიბირა, რაც მათს მუშაობს კიდევ უფრო ართულებს.

























