მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსის კომპანია ქუთაისში, რომელიც ძიძის სერვისსაც შემოგთავაზებთ

5b3ce4675d661
კესო კაციტაძე
04.07.18 20:40
4407
ტაქსის პირველი ადგილობრივი კომპანია ქუთაისში ‘ML TAXI’ ონლაინ პლატფორმას ქმნის, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა სახის სერვისებს შესთავაზებს.
ამჟამად კომპანია მუშაობს სერვისზე ‘ძიძა ტაქსი’, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს ბავშვის სკოლაში ან ბაღში მიყვანას, ამ სერვისის ფარგლებში მძღოლი ბავშვს დაწესებულების კარამდე მიაცილებს.

„პირველად ჩვენი ტაქსები 8 მარტთან დაკავშირებით გამოჩნდა სახელწოდებით "ლედ ტაქსი", ეს გარკვეულწილად მარკეტინგული გათვლა იყო, თუმცა ვიფიქრეთ გენდერულ ბალანსზე და გავხდით ML TAXI, რომელიც მოემსახურება როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს .“ - განმარტავენ კომპანიაში.

ML TAXI აქტიური მუშაობის ფაზაში აპლიკაციის გააქტიურებისთანავე გადავა. კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ ფირცხალავას განცხადებით პლატფორმა საკმაოდ მაღალი დონის იქნება.
„კომპანიის შექმნის დღიდან დავიწყეთ ქართულ პლატფორმაზე და სხვა არაერთ პროექტზე მუშაობა. მოთხოვნა არის როგორც თბილისიდან ასევე ბათუმიდან. გვსურს ყველა სერვისი იყოს მორგებული მომხმარებელზე და მომსახურე პერსონალზე.
საოპერატორო იქნება ადგილობრვი, ოპერატორების დასაქმებისას პირველი მოთხოვნა კი ქალაქის ქუჩების დეტალური ცოდნა იქნება.“ - აღნიშნა ფირცხალავამ BM.GE–სთან საუბრისას.

ამჟამად კომპანიში ML TAXI დასაქმებულები არიან როგორც ქალი ისე მამაკაცი მძღოლები. სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა ქალაქებზე გასვლა, ერთ–ერთი საუკეთესო პლატფორმის შექმნა და აქტიური სარეკლამო კამპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები