აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები Yandex-სა და Bolt-თან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მანამდე კი პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს. დასაქმებულების განცხადებით, აუცილებელია, მათი შრომა აღიარებული იყოს და გადასახადების გადამხდელებად ჩაითვალონ.
სტუმარი: ლავრენტი ალანია - ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე;