მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაქსის მძღოლები რეგულაციებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ

5c9b689fa4df1
ლევან თაღიაშვილი
27.03.19 16:14
821
ამ წუთებში ტაქსის მძღოლები თავისუფლების მოედანზე აქციას მართავენ.

TV "პირველის" ინფორმაციით, აქციის დროს შეხლა-შემოხლა და გარკვეული დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე ტაქსის მძღოლებთან ერთად "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

მძღოლები თბილისის მერიის მიერ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვას და წელიწადში 2-ჯერ ტექდათვალიერების გავლის აუცილებლობას გულისხმობს. მსვლელობა რკინიგზის სადგურიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა, სადაც მძღოლებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.

ტაქსის მძღოლები, ჯერჯერობით, დაშლას არ აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები