მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაქსის მძღოლების აქციის გამო, რამდენიმე მიმართულებით ავტობუსები ვერ მოძრაობენ

5caf550fba030
თელარა გელანტია
11.04.19 18:53
887
ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტაქსის მძღოლების აქციის გამო, დღეს, 16:30 საათიდან ამაღლებისა და მაყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

აღნიშნული მიმართულებით, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები დროებით ვერ გადაადგილდებიან.

რაც შეეხება ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომანქანებს, მათ გადაადგილება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით შეუძლიათ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები