ტაქსის მძღოლების განცხადებით, თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც bm.ge-ის ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა არჩილ არჯევანიძემ განუცხადა, მერიასთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა, მაგრამ მუშა პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებს უფრო ხანგრძლივი პერიოდი მისცეს.
“მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი; გარკვეულ საკითხებში ქალაქის მერიასთან შევთანხმდით. მაგალითად, მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ორივე A და B კატეგორიაში შევა. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება მანქანის ფერთან დაკავშირებით, რომ შეღებვის ვალდებულება გადავადდეს, თუ ხალხმა ვერ მოასწრო ამის გაკეთება. სავარაუდოდ, მერიისგან კიდევ იქნება მცირე შეღავათები. ასევე შეთანხმებული ვართ, რომ ტაქსის ტრაფარეტის გამოყენება ცოტა ხნით კიდევ შეგვეძლება. ეს მუშა პროცესია და თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად ვიტყვით“, - განაცხადა არჯევანიძემ.

























