მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტაქსის თეთრად შეღებვის 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული"

5c9c8de31ba9d
ლევან თაღიაშვილი
28.03.19 13:45
675
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსისტებისთვის გამოყოფილი თეთრად შეღებვის 100-ზე მეტი ვაუჩერია უკვე გაცემული. მისი თქმით, ტაქსის მძღოლები რამდენიმე სახის ბენეფიტს მიიღებენ და მათთვის რეფორმა სარგებლის მომტანი იქნება.

„არაერთხელ ავღნიშნეთ იმ ბენეფიტების შესახებ, რომელსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ. საშემოსავლო გადასახადისგან ისინი მთლიანად გათავისუფლდებიან, ქალაქში მათთვის უფასო საპარკინგე ადგილებია გამოყოფილი, ტაქსის მანათობელიც უფასოდ გადაეცემათ, ასევე ქიმწმენდის და გადაღებვის ვაუჩერი, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 100 ცალია გაცემული. გარდა ამისა, ტაქსისტების რეკლამის განთავსებიდან შემოსული თანხა მთლიანად მათი საკუთრება იქნება“ - თქვა მან.

კალაძე გუშინ გამართულ ტაქსის მძღოლების აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერია მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კომპეტენტური პასუხები გასცეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტაქსის მძღოლებმა თავისუფლების მოედანზე რეგულაციების საწინააღამდეგო საპროტესტო აქცია გამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები