მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტაქსუნა” - ტაქსის I სერვისი რაჭაში

BM.GE
22.04.22 08:53
834
“ტაქსუნა” - ასე ერქმევა კომპანიას, რომელიც მომხმარებელს რაჭის მასშტაბით, ასევე თბილისი - რაჭისა და რუსთავი-რაჭის მიმართულებით მოემსახურება.“ტაქსუნა” პირველი კომპანიაა, რომელიც რაჭაში მოსახლეობას ამ სერვისს შესთავაზებს. ჩაშვების პროცესი ტარიფების შეთანხმების გამო გადავადდა. ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი. მათ შორის მანქანების მწირი არჩევანი, საწვავის ღირებულება. ჩვენ ფინანსური კუთხით არანაირი სარგებელი არ გვაქვს, რადგან ჩვენი წილი რომ აგვეღო მოსახლეობა ამ სერვისით ვეღარ ისარგებლებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის “ტაქსუნას” სენტიმენტალური დატვირთვა უფრო აქვს. გვინდა სერვისი რეგიონში განვითარდეს, რათა გარდა მოსახელობისა, ბიზნესებს, მათ შორის, კაფეებს, სასტუმროებს, შეუწყოს ხელი”, - აღნიშნავენ “ტაქსუნას” დამფუძნებლები.