დაახლოებით ერთი თვის წინ BMG-იმ თავის საქმიან მაყურებელს რაჭაში პირველი ტაქსის გამოძახების სერვისის შესახებ ამცნო, ინფორმაციას, რომელიც ტაქსუნას შესახებ გაჟღერდა დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი მაყურებელების მხრიდან, შესაბამისად, მალევე დაიგეგმა ვიზიტი რაჭაში, რომლის ერთ-ერთი მიზანიც, სწორედ ტაქსუნას მესვეურების თქვენთვის უკეთესად გაცნობა იყო. მარიამ იზორია და ანუკა ჯოხაძე სტუმრობდნენ რაჭას და ტაქსუნას ერთ-ერთი დამფუძნებელი ზუკა ნატმელაძეც გაიცნეს, ახალგაზრდა, რომელმაც თბილისის ყოველდღიურობაზე უარი თქვა და მშობლიურ მხარეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისის ამოქმედება გადაწყვიტა. ზუკას და მის რაჭველ მეგობრებსა თუ პარტნიორებს რაჭის განვითარების კიდევ არაერთი გეგმა აქვთ, რომელზეც ტაქსუნას დამფუძნებელმა BMG-ისთან ისაუბრა.