მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტაქსუნა”: რაჭაში ტაქსის გამოძახების პირველი სერვისი გამოჩნდება

62616d3940f0a
მარიამ იზორია
21.04.22 00:13
6610
რაჭაში ტაქსის გამოძახების პირველი სერვისი გამოჩნდება.

“ტაქსუნა” - ასე ერქმევა კომპანიას, რომელიც მომხმარებელს რაჭის მასშტაბით, ასევე თბილისი - რაჭისა და რუსთავი-რაჭის მიმართულებით მოემსახურება.

bm.ge-სთან “ტაქსუნას” დამფუძნებლები ანი ჩუბინიძე და ზუკა ნატმელაძე აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის რაჭის სოფლებში, მათ შორის ნიკორწმინდაში, ჭრებალოში, ონსა და უწერაში ჯამში 20 მძღოლი ჰყავთ, მაგრამ გაფართოების მიზნით კადრების ძიების პროცესში არიან.

მათივე თქმით, ტაქსის გამოძახებას მსურველები თავდაპირველად სატელეფონო ზარის საშუალებით შეძლებენ.

“რაჭაში არსებობენ მძღოლები, რომლებიც მოსახლეობას ტაქსით ემსახურებიან, თუმცა მათთან კონტაქტზე გასვლა პრობლემაა. ჩვენც რაჭაში ხშირად ჩავდივართ. ერთხელ წასვლა მანქანის გარეშე მოგვიწია და ტაქსი ვერსად ვიშოვეთ. მაშინ მივხვდით თუ რამხელა პრობლემაა ეს.

“ტაქსუნა” პირველი კომპანიაა, რომელიც რაჭაში მოსახლეობას ამ სერვისს შესთავაზებს. ჩაშვების პროცესი ტარიფების შეთანხმების გამო გადავადდა. ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი. მათ შორის მანქანების მწირი არჩევანი, საწვავის ღირებულება. ჩვენ ფინანსური კუთხით არანაირი სარგებელი არ გვაქვს, რადგან ჩვენი წილი რომ აგვეღო მოსახლეობა ამ სერვისით ვეღარ ისარგებლებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის “ტაქსუნას” სენტიმენტალური დატვირთვა უფრო აქვს. გვინდა სერვისი რეგიონში განვითარდეს, რათა გარდა მოსახელობისა, ბიზნესებს, მათ შორის, კაფეებს, სასტუმროებს, შეუწყოს ხელი”, - აღნიშნავენ “ტაქსუნას” დამფუძნებლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები