მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტარიელ გვალია ფინანსური გამჭვირვალობის კონკურსზე - წელს კონკურსში 20 კომპანიაა წარმოდგენილი

5fbe4c37427ce
ლიკა გურაბანიძე
25.11.20 22:20
1000

მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად წელს მეორედ ატარებს. გასულ წელს სანიმუშო ანგარიშგების და გამჭვირვალე პრაქტიკის მქონე, საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი ქართული კომპანიების გამორჩევა და დაჯილდოვება იყო. კონკურსი წელს კიდევ უფრო გაფართოებული მასშტაბით ტარდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა უფრო მეტ კომპანიას აქვს. 

კომპანიების წლიურ ანგარიშებში შემავალი საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიშგებისთვის წლევანდელ კონკურსში ახალი ჯილდოც არის წარმოდგენილი. ინტეგრირებული ანგარიშგება წარმოადგენს მოკლე კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ განაპირობებს ორგანიზაციის სტრატეგია, მართვა, ეფექტიანობა და პერსპექტივები ღირებულების შექმნას მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიოს ბევრი წამყვანი კომპანია აქვეყნებს ინტეგრირებულ ანგარიშებს, რომლებშიც აღნიშნულია ანგარიშგების მიმართულებით არსებული ძირითადი ინოვაციები.

რა დამატებით საკითხებს მოიცავს პროექტი? - ამის შესახებ “საქმიან დილაში” დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრმა ტარიელ გვალიამ ისაუბრა.

“გასულ წელს პროექტში მონაწილეობა 32-მა კომპანიამ მიიღო და იმის გამო, რომ ყველა მათგანმა სტანდარტული ანგარიშგების წარმოდგენა ვერ შეძლო, კომისიამ ამ კონკურსში მხოლოდ 16 მათგანი დაუშვა. გასული წლის და წლევანდელი წლის კონკურსები კომპანიების მიერ წარმოდგენილ ანაგრიშგებას აჯამებს, რომელიც კომპანიების მმართველობით ანგარიშგებას შეეხება. 

მიმდინარე წელს კონკურსში 20 კომპანიაა წარმოდგენილი და კომისიის მუშაობის მასშტაბებიც გაიზარდა. ეს პროექტი ქართული კომპანიების გამჭვირვალობის ზრდას მოიცავს. კომპანიებს ანგარიშგების სხვადასხვა ფორმები აქვთ წარმოსადგენი და მათგან კონკურსში მხოლოდ ისინი მონაწილეობენ, რომლებიც ანგარიშვალდებული პირები არიან და საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში არიან წარმოდგენილები” - განაცხადა გვალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები