დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი ტარიელ გვალია დადებითად აფასებს თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების გადაწყვეტილებას, ბანკმა შეწყვიტოს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან და გადაიხადოს ჯარიმა.
“ეს საქმე შედგება 2 ნაწილისგან, ერთ თავად მარეგულირებლისა და ბანკის ურთიერთობა და მეორე იურიდიული მხარე. ყველაზე კარგი არის, რომ ეს ორი მხარე შეთანხმდა, საკითხი მოიხნსა, დაძაბულობა მოიხსნა, რაც კარგია ბანკისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისთვის და ა.შ.
რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და ამას ვერ შევაფასებ”,- აცხადებს ტარიელ გვალია.

























