მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტარიფების შიშით, BRICS-ის კავშირი იშლება – ტრამპი

ბანკები

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მის მიერ გატარებული სატარიფო პოლიტიკა იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ BRICS-ის კავშირმა დაშლა დაიწყო.

როგორც ტრამპი განმარტავს, ხელისუფლებაში მის მოსვლამდე BRICS-ში გაერთიანება საკმაოდ ბევრ სახელმწიფოს სურდა, რადგან მათ ჩინეთთან, ინდოეთთან, რუსეთთან, ბრაზილიასთან და სხვა წევრ ქვეყნებთან გამარტივებული წესით ვაჭრობა სურდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც მან BRICS-ის წევრობის მსურველი და უკვე გაწევრიანებული ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფები დააანონსა, ქვეყნების უმეტესობამ BRICS-ში გაერთიანება გადაიფიქრა და ზოგიერთი მათგანი კავშირის დატოვებას გეგმავს.

თავად ტარიფების დაწესების მიზეზად ტრამპი BRICS-ის მიერ გატარებულ დედოლარიზაციის პოლიტიკას ასახელებს, რაც ჩინეთის მთავარი მოთხოვნაა და ის აშშ-ის ეკონომიკური ჰეგემონიის დასრულებას ისახავს მიზნად.

47-ე პრეზიდენტის თქმით, ის ამერიკის ჩამოქვეითებას არასოდეს დაუშვებს და ყველა იმ ქვეყანას დასჯის, რომელიც ამას შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები