ტარიფების სუბსიდირებისთვის, შესაძლოა, ბილაინიც დაისაჯოს. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე კახა ბექაურმა განაცხადა კომისია ბილაინის ერთ-ერთ პაკეტს Freevolution სწავლობს. მარეგულირებელს ეჭვი აქვს რომ Beeline სხვა მომხმარებლების ხარჯზე აღნიშნული პაკეტის მომხმარებლებს ასუბსიდირებდა.
კომისია ბილაინისგან შესაბამისი დოკუმენტაციის და გაანგარიშების გადაგზავნას ელოდება, რაც სავარაუდოდ მომავალ კვირას მოხდება.
Freevolution 5-ლარიან და 20-ლარიან პაკეტებს აერთიანებს, რომლითაც მომხმარებელი ულიმიტო სასაუბრო დროით და ინტერნეტით სარგებლობს.

























