ტასჰაბი ახალ პროდუქტს, Tashub AI-ს წარადგენს. ეს არის უფასო ონლაინ პორტალი, რომელიც მომხმარებელს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის შეყვანის საფუძველზე აწვდის ინფორმაციას მისი სამშენებლო პოტენციალის შესახებ.
როგორ მუშაობს ახალი პლატფორმა, ვის შეუძლია მისი გამოყენება და რა მნიშვნელობა აქვს ამგვარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უძრავი ქონების ბაზრისთვის?
საუბრისას ასევე შევაჯამებთ, როგორი იყო 2026 წელი ტასჰაბისთვის და გავიგებთ, რა გეგმები აქვს კომპანიას 2027 წლისთვის.
სტუმარი: სერგი გიორგაია - "ტასჰაბის" დამფუძნებელი






























