მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TasteAtlas-ის 2025 წლის მსოფლიო 100 საუკეთესო კერძების რეიტინგში ხაჭაპური 46-ე ადგილზეა

ხაჭაპური

კულინარიულმა გამოცემა TasteAtlas-მა ხაჭაპური წლის საუკეთესო 100 კერძს შორის დაასახელა.

ხაჭაპური, რომელიც პლატფორმაზე "ყველაზე ცნობილი ქართული კერძის" სახელითაა მოხსენიებული, რეიტინგში 46-ე ადგილზეა.

"ეს მარტივი ყველიანი პური, რომელიც ხაჭაპურის სახელითაა ცნობილი, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას ზემოდან გამდნარ ყველს, კვერცხს და კარაქს ადებენ. ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსია არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ კერძში ყველის რამდენიმე ახალ სახეობას, მაგალითად მოცარელას და ფეტას ამატებენ, ყველაზე გავრცელებული გულსართი მაინც ტრადიციული სულგუნი ან იმერული ყველია.

მას სხვადასხვა ფორმა აქვს და ცხობის მეთოდისა და, ამის მიხედვით, მისი მირთმევა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე საზიაროდ. ორი ყველაზე გავრცელებული სახეობაა იმერული ხაჭაპური, რომელსაც წრიული ფორმა აქვს, და აჭარული ხაჭაპური, ღია ზედაპირით, კარაქითა და ზემოდან უმი კვერცხით", - წერს TasteAtlas.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები