მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tata Power-ი საქართველოს ენერგეტიკაში - შუახევი ჰესის კასკადი;

ინდოეთის უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი, Tata Group-ი 2030 წლისთვის 70%-ით მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს- ამის შესახებ კომპანიის თავმჯდომარემ, ნატარაჯან ჩანდრა-სეკარანმა განაცხადა. Tata ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, მწვანე ენერგეტიკის გარდა, ტრანზიციების დაჩქარებაა აუცილებელი ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მოწოდების ჯაჭვების განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ Tata ჯგუფი უმსხვილესი ინდური კონგლომერატია, რომლის შემადგენლობაში შემავალ კომპანიებშიც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ადამიანია დასაქმებული. ჯგუფის წლიური შემოსავალი კი 150 მილიარდ დოლარს აჭარბებს. Tata ჯგუფის შემადგენლობაში შედის კომპანია Tata power-ი, რომელიც ნორვეგიულ “ქლინ ენერჯისთან” ერთად საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცაა. კომპანია 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესის კასკადს ფლობს, რომლის მშენებლობაშიც 550 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ჰესი ოპერირებაში 2020 წელს შევიდა და უკვე მეოთხე წელია საქართველოს ელექტროსისტემას უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები