მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი სერქან კაპტანი ACI Europe-ის სამეთვალყურეო საბჭოში აირჩიეს

617a5be336e65
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 12:35
624
27 ოქტომბერს, ჟენევაში გამართულ ასოციაციის ყოვეწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, Groupe ADP-ის წევრი, TAV Airports-ის ვიცე-პრეზიდენტი სერქან კაპტანი, ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) წევრად აირჩიეს.

აღსანიშნია, რომ ACI EUROPE 55 ქვეყნის 500-ზე მეტ აეროპორტს წარმოადგენს.

„საავიაციო ინდუსტრია თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. ACI Europe-ის როლი კოვიდ პანდემიის შემდგომი პერიოდის ნორმალიზებაში, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში საკმაოდ დიდია. ჩემთვის დიდი პატივია ACI EUROPE-ის საბჭოში არჩევა და მოუთმენლად ველი შევიტანო ჩემი წვლილი ინდუსტრიის აღდგენაში”, - აღნიშნა სერქან კაპტანმა.

ცნობისთვის: სერქან კაპტანი 30 წელია ავიაციის სფეროში მოღვაწეობს. კარიერის დასაწყისში ის საერთაშორისო კომპანიებში Birgenair Charter Group და Airport Consulting Vienna წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2002 წელს სერქან კაპტანი TAV Airports-ის გუნდს შეურთდა. 2016 წელს კი ის ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით 26 ქვეყნის 92 აეროპორტში ბიზნეს განვითარებას კურირებს. ამასთან, ერთად სერქან კაპტანი TAV Airports-ის ყველა შვილობილი კომპანიის, მათ შორის ანტალიის, მედინისა და ზაგრების აეროპორტების და სახმელეთო მომსახურების კომპანიის საბჭოს წევრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები